საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსის 23 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. სულ გარდაცვლილთა რიცხვი 238-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 482 მძიმე პაციენტი მკურნალობს, მათგან 105 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.