Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 671 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,35%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.