საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი - Palitra News

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი

2021-01-11 11:08:22+04:00

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 551 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 239 780 შეადგინა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 226 215-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 23 ახალი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 796 პირი ემსხვერპლა.