საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - Palitra News

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

2020-12-01 10:57:08+04:00

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3759 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 139343 შეადგინა.

ამასთან, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 3574 ადამიანი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117560-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1303 გახდა.