საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი.
სულ საქართველოში კორონავირუსის 2 2803 შემთხვევაა დადასტურებული.