დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, აქტიური პაციენტების მხოლოდ 24% არის მოთავსებული ჰოსპიტალში, დანარჩენი უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები კი მკურნალობას ბინაზე ან კოვიდსასტუმროებში გადიან. ამასთანავე, მისი თქმით, გარდაცვალებულთა უმეტესი ნაწილი 65 წელს ზემოთ ასაკისაა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 131 მედპერსონალია ინფიცირებული, თუმცა ყველა მათგანის დაავადების წყარო პროფესიული საქმიანობა არ არის.