01:04
6 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმო გაიხსნა
06-07-2018

საქართველოში ბიოდიზელის პირველი საწარმო გაიხსნა. ინიციატივა ნავთობკომპანია „ფრეგოს“ ეკუთვნის, რომელიც კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯიასთან“ ერთად  ,,ბიოდიზელის“ წარმოებაას და მის რეალიზაციას იწყებს. ბიოდიზელი ალტერნატიული, განახლებადი, ეკო-მეგობრული  საწვავია, რომლის გამოყენებითაც ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, მაშინ როცა საერთაშორისო გაანგარიშებებით, მხოლოდ ერთ ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს სამ ტონამდე ნახშირორჟანგი ემატება.  ,,ბიოდიზელის“ დამზადებისათვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მეორადი გამოყენების საკვები ზეთი, რაც ასევე შეამცირებს მეორადი ნარჩენის გამოყენების მავნე პრაქტიკას. სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ემსახურება  ბიოდიზელის საწარმოს ამოქმედება საქართველოში
 „ბიოდიზელ ჯორჯია“ ნავთობკომპანია „ფრეგოს“ შვილობილი კომპანიაა. მისი წარმოებული პროდუქტი  „ფრეგოს“ საცალო ქსელში უკვე იყიდება. ახალი ტიპის საწვავის ღირებულება 2 ლარი და 42 თეთქი იქნება, რაც საშულოდ 10 თეთრით ნაკლებია კონკურენტი კომპანიების პროდუქტთან შედარებით. ამასთან, კვლევების მიხედვით, ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის უდიდესი წილი ტრანსპორტზე მოდის. განსაკუთრებით დამაბინძურებელი ეფექტი აქვს დიზელის საწვავს. მხოლოდ ერთი ტონა ნავთობდიზელის დაწვით ატმოსფეროს 2,76 ტონა ნახშირორჟანგი ემატება.
დღეის მდგომარეობით 8 საათის განმავლობაში „ბიოდიზელის“ საწარმოს 3 ათასი ლიტრი დიზელის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ახლო მომავალში წარმადობა 10 ათას ტონამდე გაიზრდება და მასშტაბების გაზრდის შემდეგ, „ფრეგოს“ გარდა,  აღნიშნული პროდუქციის რეალიზების საშუალება თავის ქსელში, სხვა ნავთობკომპანიებსაც შეეძლებათ

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები