ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 315.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 316 ათასი ტონა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 143,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს.