საქართველოში ბოლო ერთ კვირაში, თითქმის ყველა ბრენდირებულ ქსელში, ბენზინი სამი თეთრით გაიაფდა. ფასების კლება დაფიქსირდა პრემიუმის ევრო რეგულარის და სუპერის ტიპის ბენზინზე. რაც შეეხება დიზელს, ამ ტიპის საწვავზე ფასები არ შეცვლილა. საქართველოში ბენზინი გაიაფება გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. საწვავი გაიაფდა თებერვალშიც. მანამდე კი, ბენზინისა და დიზელის ღირებულება რეკორდულად მაღალ ნიშნულზე იყო. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვანო მთვარალაშვილი იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის გაიაფება გამოიწვია.