11:18
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე საშუალოდ 1 დღეში 44,3 ათასი ადამიანი ვაჭრობს
07-08-2018

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 58 ათას 300 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც საშუალოდ ერთ დღეში 44ათას 300 კაცი ვაჭრობს. სტატსიტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3 ათას 100 კაცს შეადგენდა, რომელთაგან 34,2 პროცენტი ქალია.


"საქსტატის" ცნობით, 2017 წელს საქართველოში ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 207 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა. ამ ტიპის საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა წინა წელს 151 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები