საქართველოში მოქალაქეები აზარტულ თამაშებში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე კვებაში, საწვავსა და სხვა საჭიროებისთვის. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5 მილიარდ 650 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის მილიარდ 600 მილიონი ლარით მეტია.
კერძოდ, "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ - 4 მილიარდ 94 მილიონი ლარი, საწვავის ბაზრის ბრუნვამ - 2 მილიარდ 343 მილიონი ლარი, რესტორნებისა და სასტუმროების ბრუნვამ კი მილიარდ 559 მილიონი ლარი შეადგინა.