07:26
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ავოკადოს იმპორტი რეკორდულად იზრდება
20-05-2022

2022 წელს, ავოკადოს იმპორტი საქართველოში 130%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. აღნიშნული ხილი ჰოლანდიიდან და თურქეთიდან შემოდის. თუკი აქამდე იმპორტიორი ქვეყნის ლიდერობას ნიდერლანდები ინარჩუნებდა, 2022 წლის პირველ კვარტალში ავოკადოს 50%-ზე მეტი თურქეთიდან შემოვიდა, რომელმაც ექსპორტი საქართველოში 5-ჯერ გაზარდა.

აღნიშნული ხილი აპრილში საქართველომ 71 ტონის ოდენობით შეიძინა. იმპორტის მატება ქვეყანაში უცხოელი ტურისტების გაზრდით არის განპირობებული, რომლებმაც უკეთ იციან აღნიშნული ხილი.

ეგზოტიკურ ხილზე მოთხოვნამ ადგილობრივებს ექსპერიმენტისკენ უბიძგა: 2021 წელს, გურიაში ავოკადოს პირველი კომერციული ბაღი გაშენდა. კომპანია Geonuts Company-ის განცხადებით, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ბაღი, პირველი ზამთარი კრიტიკული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერგები დაცული იყო სიცივისგან, 90% სწორედ ყინვამ გააფუჭა.

მიუხედავად ნეგატიური გამოცდილებისა, კომპანია არ წყვეტს თავის საქმიანობას. პირველ რიგში, ის შეეცდება შეინარჩუნოს გადარჩენილი ნერგები, დანარჩენები კი ახალი, ყინვაგამძლე ჯიშებით ჩაანაცვლოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები