საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მეორე დოზა იქნება ყველასთვის, ვინც პირველი დოზა მარტის და აპრილის თვეებში ჩაიტარა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყანაში არის საკმარის დოზები.
ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და "ასტრაზენეკას" დოზებს შორის ინტერვალი 8-დან 12 კვირამდე უნდა იყოს.