საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა.
დეგნანმა განაცხადა, რომ შეეცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ პროდუქტიულ ურთიერთობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მან ასევე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო აშშ-ისთვის უმთავრესი პარტნიორია, სადაც მიმდინარე წლის ზაფხულში მასშტაბური წვრთნები ჩატარდა 14 ქვეყნის მონაწილოებით, რომელთა შორის აშშ-ც იყო.
კელი დაგნანმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების სამიზნე აღმოჩნდა. მისი თქმით, აშშ კვლავ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.