ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობების ფონზე, საქართველოში აშშ საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საქართველოში ამერიკის საელჩო საკუთარ ვებგვერდზე განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ სიფრთხილის მიზნით, მიღებულია დამატებითი უსაფრთხოების ზომები. ამასთან საელჩო გააგრძელებს უსაფრთხოების სიტუაციის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციის მიწოდებას მოქალაქეებისადმი.