"საქართველოში არსებული საგადასადო სისტემა არასწორია და რეგიონებში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას აფერხებს", - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით რეგიონებისა და თბილისის სასტუმროები ერთი და იგივე გადასახადებს არ უნდა იხდიდნენ. კითხვაზე; არსებული საგადასახადო სისტემის პირობებში ემუქრება, თუ არა სასტუმრო „ჯორჯია პალასს“ დახურვა, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სასტუმრო არ დაიხურება და იბრძვიან, რათა სახელი და პრესტიჟი არ შეელახოთ.
ცნობისთვის, ქობულეთში მდებარე 7-სართულიანი, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ უკვე 11 წელია ფუნქციონირებს.