საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შორის ამ დროის მონაცემებით, 5 ბავშვია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათ ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ გამოვლენილი და შესაბამისად, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ივანე ჩხაიძის განმარტებითვე, მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების კორონავირუსით დაავადების შემთხვევები მხოლოდ 1%-ს შეადგენს.