საარჩევნო პროცესი შეაფასეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა, რომლებიც კენჭისყრის დღეს პირადად აკვირდებოდნენ. ელჩებმა და შვედმა დიპლომატმა შეფასებები ინდივიდუალურად საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერეს. მათი განცხადებით, არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და გამარჯვებულთა ვინაობის მიუხედავად, ლიდერების მიერ ინკლუზიური მართვის არჩევით, მთელი ქვეყანა იმარჯვებს.