საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
"დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.