საქართველოში აღებული მართვის მოწმობით სარგებლობა, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებშიც შესაძლებელი გახდეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს რომ ქართული მართვის მოწმობების აღიარების კუთხით უნდა გაააქტიურონ მუშაობა განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. შალვა ხუციშვილის თქმით, უკვე დაიწყო დიალოგი რამდენიმე ქვეყენასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ამასთან მინისტრის მოადგილე ვარაუდობს რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ პროცესს.