02:45
27 სექტემბერი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორები 2-ჯერ გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ ვიზიტზე
13-09-2021

2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა მილიონ 231 ათას 400-ით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონ 415 ათას 300  ვიზიტი განახორციელეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 2-ჯერ მეტია 2020 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
მათივე ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 654 ათას 500-ით განისაზღვრა, რაც 112.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა - 47 პროცენტი განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ხოლო ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა და იმერეთის რეგიონში.
2021 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 203 მილიონ 400 ათასი მილიონი ლარით, რაც  128.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 8.9 პროცენტით და 143 ლარსა და 70 თეთრს უტოლდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები