დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც ცნობილია, საქართველოში არსებულ სასტმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სასტუმრეობს კი მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.
15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.