საქართველოში 6 სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, 4 სკოლაში კი მხოლოდ თითო-თითო ბავშვი სწავლობს - Palitra News

საქართველოში 6 სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, 4 სკოლაში კი მხოლოდ თითო-თითო ბავშვი სწავლობს

2019-10-15 13:03:32+04:00

საქართველოში ექვს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, - დაბალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაცია "პალიტრანიუსმა" განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები ძირითადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წყალტუბოს, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, სადაც "0 ბავშვი ირიცხება".

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მდებარეობს 4 სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ასევე, ჯამში 30 მოსწავლე და ნაკლები სწავლობს საქართველოს მასშტაბით 291 საჯარო სკოლაში.