5013 მამაკაციდა 1698 ქალი საქართველოში შიდსით ინფიცირებულია. შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის 1 დეკემბრისთვის საქართველოში სულ რეგისტრირებულია შიდსის 6711 შემთხვევა. მათი უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. წელს შიდსის 577 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; მკურნალობას იტარებს 4018პაციენტი, მათგან 48 – ბავშვია. შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებას სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევების მატების. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა. 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, შიდსი ცენტრისა და შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა.