5 თვის განმავლობაში საქართველოში 5.4 მილიონი მრავალჯერადი პირბადე შეიკერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს.
"პალიტრანიუსი" დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მრავალჯერადი დოლბანდის პირბადის წარმოებაზე, რომლის საცალო ფასი მოსახლეობისთვის 50 თეთრია. როგორც სააგენტოს უწყებაში განუცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან 5.4 მილიონი პირბადის წარმოებაზე გაწეული ხარჯი 3.6 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა მრავალჯერადი პირბადეების წარმოების გაგრძელება, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ბაზრის მოთხოვნაზე.