საქართველოში 2017 წელს ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ათას 496 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც ათას 595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გააჩნიათ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამსახურის ინფორმაციით, სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაში, ხოლო 0.9 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაშია.
ამასთან, "საქსტატის" ცნობით, 2017 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66 ათას 900 ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30 ათას 700 ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი - ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი - ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.