ევროპული საქართველოს პროგნოზით, არსებული პოლიტიკით საუკეთესო შემთხვევაში, საქართველო ევროპის ეკონომიკურად ყველაზე დაბალ განვითარებულ ქვეყნას 50 წელიწადში დაეწევა. პარტიის პროგნოზი საქსტატის 2016 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე მედიას სტატისტიკური მაჩვენებლები გააცნო და აქცენტი სიღარიბის 6-%იან ზრდასა და პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და ჯანდაცვაზე ფასების მატებაზე გააკეთა. პარტია ხელისუფლებას გადასახადების შემცირებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცისკენ მოუწოდებს.