გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში 2 მილიონი ევროს ღირებულების სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. როგორც East Fruit-ს თბილისში, FAO-ს წარმომადგენლობაში განუცხადეს, პროექტი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ბუნებრივი რესურსების მართვასა და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდების დანერგვას ისახავს მიზნად. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს აგრო პოლიტიკის შერჩევას, რომელიც საპილოტე პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ორი რეგიონის 4 სოფელში საპილოტე პროექტები შემუშავდება და დაფინანსდება.