საქართველოში 2 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება. ამის შესახებ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტ საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.
კერძოდ, როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია, ახალი დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის და ტანას აღკვეთილის დაარსება და მათი მართვის და ფუნქციონირების სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება.