19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება.შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, იგი საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები კი მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 7 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის უფლება ამომრჩეველს დილის 8 საათიდან შეეძლება.