20:36
2 დეკემბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში 157 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს
26-11-2021

2021 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში 157 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც - 57.3 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მე-3 კვარტალში მომსახურება გაეწია 364 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 252 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 404 კაცით განისაზღვრა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 62.9 მლნ. ლარის ღირებულების 12.1 ათასი ტონა პროდუქცია.

 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები