საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოკუპირებულ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობით დაინტერესდა, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობით. მან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობა დონბასში არსებულ ვითარებას შეადარა. პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს და ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის დათვალიერებას აპირებს.