საქართველო - უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით გახდეს შესაძლებელი. უკრაინის პრემიერმა მოქალაქეებისთვის ქვეყნებს შორის მოგზაურობის გამარტივებაზე სურვილი გამოთქვა. ვოლოდიმირ გროისმანმა ყურადღება ასევე ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, უკრაინული ბიზნესი საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით დაინტერესებულია.