საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა დღეიდან ID ბარათებითაა შესაძლებელი.როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოამადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, 2019 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შედის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის.საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილების უფლებას, რაც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.