საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების რეაბილიტაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელი მოეწერა საქართველოსა და თურქეთს შორის 2017 -2021 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას განახორციელებენ.