საქართველოსა და სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც 3-4 ივლისს თბილისში გაიმართა, ორმხრივი ოქმის ხელმოწერით დასრულდა. დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ნემანია სტევანოვიჩმა ხელი მოაწერეს. ოქმის თანახმად, განისაზღვრა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში, ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით ბიზნეს ფორუმი გაიმართა.