საქართველოსა და ლიეტუვას პრემიერებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.ქართულმა მხარემ ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.