ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატის ოფიციალური დელეგაცია 5-დღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო გაღრმავება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ვილნიუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ლიეტუვის ბიზნეს საბჭოს შექმნაზე, რომელიც ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავებას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს.