საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგიის სკოლის ერთობლივი კონგრესი ჩატარდა. კონფერენციის მიზანი უროლოგიური დაავადებების მართვის თანამედროვე, ევროპული პრინციპების გაცნობა და ქართველი უროლოგების ცოდნის დონის ამაღლებაა. საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ინიციატივით 2018 წელი უროლოგიაში ონკოუროლოგიის წლად გამოცხადდა.