საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ტრადიციულად რუსეთია. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-ივლისში რუსეთში ექსპორტმა 303 მილიონ 813 ათას 400 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.1%-ით მეტია.
რაც შეეხება რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების ტოპ-ხუთეულს, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან რუსეთში გატანილი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი - ფეროშენადნობები იყო, რომლის ექსპორტმაც 85 მილიონ 924 ათას 300 დოლარი შეადგინა; მას მოსდევს ყურძნის ნატურალური ღვინოები - 67 მილიონ 752 ათას 600 დოლარით; მე-3 ადგილს კი 36 მილიონ 149 ათას 900 დოლარით მინერალური და მტკნარი წყლები იკავებს.
პროდუქტების ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს ცენტრიფუგები; სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი აგრეგატები და სპირტიანი სასმელები ინაწილებენ, შესაბამისად, 19 მილიონ 20 ათას 100 და 16 მილიონ 621 ათასი დოლარით.