საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში კოსოვოს ნაკრები 86:52 გაანადგურა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ნაკრები თავიდანვე საქმეს შეუდგა, მეტოქეზე ზეწოლით ტაიმი 10 ქულიანი უპირატესობა მოიგო. კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა მეორე ტაიმი, სადაც საბოლოოდ კოსოვო 34 ქულიანი სხვაობით განადგურდა. შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა აქამდე პირველ ტურში ჰოლანდია (85:73), მეორეში სომხეთი (98:46), ხოლო მესამეში შვედეთი (73:64) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი ნაკრები დივიზიონის უკანასკნელ ტურში ესტონეთს 21 საათსა და 15 წუთზე დაუპირისპირდება.