დღეს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეცხრე ადგილისთვის ბრძოლაში იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება და მუნდიალზე გამოსვლას დაასრულებს. ტურნირი დეიან სტანოევიჩის გუნდისთვის წარმატებული გამოდგა - ათეულში ადგილი უკვე დაბევებულია.
ასევე, გუნდმა მხოლოდ 1 ბურთის სხვაობით წააგო ძლიერ მონტენეგროსთან და კარგად ეთამაშა ტურნირის მასპინძელ უნგრეთს, რითაც ყურადღების ცენტრში მოხვდა. 1/8 ფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველო მე-9 - მე-12 ადგილებისთვის გასანაწილებელ პლეი ოფში გადავიდა, სადაც დიდ ტურნირებზე გუნდის ისტორიაში უდიდესი სხვაობით გაიმარჯვა.
ჩვენმა წყალბურთელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 20:7 მოუგეს. შეხვედრას გამოეხმაურა სამხრეთ აფრიკელთა მთავარი მწვრთნელი ვოუნ მარლოუ, რომელიც ამბობს, რომ ამ ტურნირზე ყველა საქართველოზე ლაპარაკობს. საქართელოსა და იაპონიას შორის გასამართი დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.