ურეკში მუსიკოსთა პარკში არსებული სოციალური სივრცე 14 აგვისტოს ავსტრიელ მუსიკოსსა და ეკოაქტივისტს, მანუ დელაგოს (Manu Delago) უმასპინძლებს, მუსიკოსი საქართველოს ReCycling Tour-ის ფარგლებში ეწვევა. მიზანი საკონცერტო ღონისძიებების პარალელურად ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ეკომეგობრული ტურების წახალისებაა. მანუ დელაგო მუსიკოსთა პარკში ბენდთან ერთად წარდგება.