საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით -26.4 მლრდ აშშ დოლარი ანუ -81.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -132.4 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 63 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 11.8 მლრდ აშშ დოლარი ანუ 36.5 მლრდ ლარია, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 161.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 38.1 მლრდ აშშ დოლარი ანუ 118.2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 98.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.