საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მინუს 22 მილიარდ 800 მილიონი ამერიკული დოლარი ანუ მინუს 67 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 130.7 პროცენტია. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 574 მილიონ 400 ათასი დოლარით გაუმჯობესდა. ამასთან, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10 მილიარდ 300 მილიონი დოლარია, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 4 მილიონ 900 ათასი დოლარით ჩამოუვარდება. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33 მილიარდ 100 მილიონი დოლარი ანუ 97 მილიარდ 700 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე 579 მილიონ 300 ათასი დოლარით ნაკლებია.ცნობისთვის, ქვეყნის წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია არის სხვაობა ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის.