ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მინუს 23 მილიარდ 500 მილიონი დოლარი ანუ მინუს 71 მილიარდ 900 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 140 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 953 მილიონ 700 ათასი დოლარით გაუარესდა.
სებ-ის ცნობით, 2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10 მილიარდ 700 მილიონი დოლარია, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 250 მილიონი დოლარით აღემატება.
ამასთან, მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 34 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელზე მილიარდ 200 მილიონი დოლარით მეტია.