16:00
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
20-09-2021

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

მათი ინფორმაციით, თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.

“20-21 სექტემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე (+27, +32 გრადუსი) საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, იყოს მცირე წვიმა. 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 20-21 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 22-24 სექტემბერს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20-21 სექტემბერს +29, +31, ხოლო 22-24 სექტემბერს +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

AutoPlay
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების კვლავ რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ
ექსპერტები - ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ
მოქალაქეები მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდას ახალი მანქანებით ჩააბარებენ
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გამოქვეყნდა 32 წუთის წინ
ადვოკატთა ასოციაციამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე რესპუბლიკურ საავადმყფოში შსს-ის გამომძიებელი იმყოფება
გამოქვეყნდა 34 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები