2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 24-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში. ჯამში, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 321-მა მოქალაქემ მოითხოვა.
უწყების სტატისტიკით, აქედან ყველაზე მეტი - 132 განაცხადი ირანის მოქალაქეს ეკუთვნოდა, მას მოსდევს ინდოეთი - 35 განაცხადით. ხუთეულში ხვდებიან: ეგვიპტე, რუსეთი და ერაყი.
რაც შეეხება 2019 წლის პირველ კვარტალს, მაშინ საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით უცხოეთის 264-მა მოქალაქემ მიმართა.