საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ატლანტაში ოგლეტორპის ჯილდო მიიღო. საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის 25-წლიანი პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილს ოგლეტორპის ჯილდო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირმა გადასცა.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში გაიმართა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი მიესალმა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ეროვნული გვარდიის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო კუთხით არსებულ თანამშრომლობის მიმართულებებსა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს სტრატეგიული კავშირი აშშ-სთან კიდევ უფრო გაძლიერდება.