საქართველოს თავდაცვის მინისტრი პენტაგონის წარმომადგენელს ლორა კუპერს შეხვდა - Palitra News

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პენტაგონის წარმომადგენელს ლორა კუპერს შეხვდა

2019-09-11 10:53:24+04:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწეს ლორა კუპერს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები იყო საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება და აშშ-სთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მხრიდან წვლილს შეტანა.

ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება და მრავლისმომცველი გახდება.